საზოგადოება
ცხოველთა თავშესაფარში 116 ვოლიერი განთავსდება
გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. როგორც ჩვენთან საუბარში საქმის მწარმოებელმა, ვალერი ყავალაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის უკვე აშენებულია ვოლიერები, ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.


„ეხლა მიმდინარეობს გადახურვის და მოპირკეთების სამუშაოები. კეთდება აგრეთვე ელექტროგაყვანილობა და გათბობა. სულ 116 ვოლიერია გაკეთებული და თითო ოთხი კვადრატია. აქ პერიოდულად ეყოლებათ ცხოველები, უმკურნალებენ და მერე ისევ დააბრუნებენ გარემოში. რაც შეეხება ინვენტარს, ჩვენ მხოლოდ გათბობის სისტემას დავაკომპლექტებთ. ვვარაუდობთ, რომ სამუშაოები სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება. “

შეგახსენებთ, რომ თავშესაფრის ფუნქციებში, შევა: ცოფის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები, სტერილიზაცია/კასტრაციის მეთოდით პოპულაციის მართვა, ცხოველის პატრონის დადგენა ან ახალი პატრონის მოძიება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება და სხვა.

ცხოველთა თავშესაფარი, რომლის მშენებლობასაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
თავშესაფრის მშენებლობაზე 1 800 000 ლარი იხარჯება.

როგორ მოხდება ამ დაწესებულების მართვა, ან ვინ იქნება პასუხისმგებელი მის მუშაობაზე, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ საკითხზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ
მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს  მარიამი გენესარეთის ტბის
პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ
მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა.
მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს  მარიამი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა.
14:43 / 04.08.2020
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზმა და ფიტნეს კლუბმა
ფუნქციონირება დაიწყო. დირექტორის, გელა დალაქიშვილის თქმით, მუშაობა
3 აგვისტოდან განახლდა.
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზმა და ფიტნეს კლუბმა ფუნქციონირება დაიწყო. დირექტორის, გელა დალაქიშვილის თქმით, მუშაობა 3 აგვისტოდან განახლდა.
14:20 / 04.08.2020
გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“
ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. შტაბის წარმომადგენლის, გიორგი
ედიშერაშვილის თქმით, მათი ოფისი მოქალაქეებთან აქტიურად იწყებს
თანაშრომლობას.

გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. შტაბის წარმომადგენლის, გიორგი ედიშერაშვილის თქმით, მათი ოფისი მოქალაქეებთან აქტიურად იწყებს თანაშრომლობას.

13:30 / 04.08.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 აგვისტომდე საქართველოს
ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
11:07 / 04.08.2020
სხვა ამბები
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით მონაწილეობს.
22:57 / 03-07-2020
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6021
USD
USD
1
3.0719
GBP
GBP
1
4.0008
TRY
TRY
1
0.4402
RUB
RUB
100
4.1678
ამინდი
გურჯაანი 18 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 24 °C
img
დ.წყარო 14 / 27 °C
img
სიღნაღი 18 / 30 °C
img
ლაგოდეხი 17 / 27 °C
img
ყვარელი 18 / 27 °C
img
თელავი 18 / 26 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.