საზოგადოება
კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge -ს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1160 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 935-ს შეადგენს. გარდაცვლილია 17. კარანტინის რეჟიმშია - 6489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google