საზოგადოება
წითელი ჯვრის წარმომადგენლები თელავში სასურსათო ამანათებს დაარიგებენ
31 ივლისს თელავში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და USAID-ის მისიის ხელმძღვანელი პიტერ იუბლერი თელავის წითელი ჯვრის ფილიალის თანამშრომლებსა და მოხალისეებს შეხვდებიან.
შეხვედრა 13:00 საათზე ლეოინიძის 18ა ში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ თელავის ფილიალის COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობებს, რის შემდეგაც ადგილობრივ ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს გადასცემენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ უკვე 100 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა საქართველოს მასშტაბით.

| Print |
FaceBook Twitter Google