საზოგადოება
სოფელ კოღოთოში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად იხოცება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად იხოცება.  

სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ საძოვარზე ექვსი სული პირუტყვი ერთ დღეს მოკვდა, ხოლო დანარჩენების გადარჩენას ვეტერინარები ცდილობენ. რამ გამოიწვია საქონლის სიკვდილიანობა, მოსახლეობისთვის უცნობია. ადგილზე პოლიცია, ახმეტის მერიის წარმომადგენლები და სურსათის უვნებლობის სამსახური ჩავიდნენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google