საზოგადოება
გურჯაანში ლელოს ოფისი გაიხსნა

გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისი ოფიციალურად გაიხსნა. შტაბის წარმომადგენლის, გიორგი ედიშერაშვილის თქმით, მათი ოფისი მოქალაქეებთან აქტიურად იწყებს თანაშრომლობას.



„ უკვე დავიწყეთ მოქალაქეების და მხარდამჭერების მიღება. ჩვენი ოფისი ღიაა მათთვის, ვისაც აინტერესებს რას გეგმავს ჩვენი პარტია, რა პროგრამები და ხედვები გაგვაჩნია მუნიციპალიტეტის და ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი ოფისი ასევე უმასპინძლებს მათ, ვისაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი არჩევნებში ვის უნდა მისცეს ხმა. ავუხსნით ვინ ვართ, რაზე ვართ ორიენტირებული, ეს ახალი ძალა რეალურად რას გააკეთებს და შესთავაზებს მათ. მოვისმენთ პრობლემებს და ყველაზე მთავარი რაც არის, ერთად დავსახავთ მათი გადაჭრის გზებს. ეს უფრო ქმედითი ნაბიჯი იქნება ჩვენი მხრიდან. უახლოეს დღეებში ჩვენი ადგილობრივი გუნდი აქტიურად დაიწყებს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს და როდესაც მაჟორიტარი კანდიდატი დასახელდება, მას უკვე ექნება წარმოდგენა მოსახლეობას რაზე უნდა ესაუბროს. ამომრჩევლებს გავაცნობთ ჩვენს პროგრამებს. პარტია ახალია და შეიძლება ყველგან არც იცოდნენ ვინ ვართ.“

გიორგი ედიშერაშვილის თქმით, ამ დროისთვის პარტიაში აქტიურად მიმდინარეობს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განხილვა, რომლის ვინაობაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ლელო / ოფისი /