საზოგადოება
საცურაო აუზმა ფუნქციონირება დაიწყო
გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზმა და ფიტნეს კლუბმა ფუნქციონირება დაიწყო. დირექტორის, გელა დალაქიშვილის თქმით, მუშაობა 3 აგვისტოდან განახლდა.

„აუზი სრული დატვირთვით მუშაობს, სრული რეკომენდაციების დაცვით. გაიხსნა ტრენაჟორების დარბაზიც. რაც შეეხება დანარჩენ სპორტულ ჯგუფებს ისინი 15 ივლისიდან ფუნქციონირებს.“
შეგახსენებთ, რომ აუზზე სეზონი ტრადიციულად გაზაფხულზე იხსნება ხოლმე, თუმცა, წელს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, სპორტკომპლექსი ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა.

| Print |
FaceBook Twitter Google