გუშინდელი აქციის შემდეგ გურჯაანის „გლეხური ბაზარი“ მუშაობას ჩვეულ
რეჟიმში განაგრძობს. აქციის მონაწილეებმა პიკეტირება შეწყვიტეს.
როგორც მათ speqtri.ge-ს განუცხადეს ადმინისტრაციას, ჩახერგილი
სამშენებლო მასალის გასასუფთავებლად ორი დღის ვადა მისცეს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ამბობენ, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ
გუშინ გურჯაანის ბაზარი აქციის მონაწილეებმა დაკეტეს, ისინი
ბაზრის ქვემოთა შესასვლელის გასუფთავებას ითხოვდნენ, რომელიც ბაზრის
ადმინისტრაციამ ცემენტის ფილებით ჩახერგა.
მასალის გამოყენების პირობები