საზოგადოება
გამოცდების შედეგების გასაჩივრება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სააპელაციო განაცხადით მიმართონ ცენტრს. განაცხადების მირების ბოლო ვადა 14 აგვისტოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

უწყების ინფომაციით, სააპელაციო განაცხადების მიიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოს განაცხადი.
თანხის გადახდის გარეშე სააპელაციო განაცხადის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში საგნის არჩევის საშუალებას სისტემა არ იძლევა. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაგიბრუნდებათ). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

| Print |
FaceBook Twitter Google