საზოგადოება
კახეთში აღებული 180 ტესტიდან ერთი პოზიტიურია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებისინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინის 4 ლოკაციაზე იმყოფება 275 მოქალაქე. თვითიზოლაციაში იმყოფება 30 მოქალაქე, მოიხსნა 3 .

მიმდინარეობს 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. 10 ივლისს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 180 ნიმუში. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია, მათგან ერთი შედეგი პოზიტიურია.

სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 11651 ნიმუში, აქედან 4402 მედპერსონალია, შშმ პირი -536 , ტრაილერის მძღოლი 57, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი 182, შსს- 1313.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ტესტი /