საზოგადოება
12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლა გაიმართა
1121 -წლის 12 აგვისტოს თბილისის დასავლეთით დავით აღმაშენებლის ლაშქარსა და თურქ-სელჩუკებს შორის დიდგორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა.

დავით მეფემ ტაქტიკური თვალსაზრისით კარგად გამოიყენა მთაგორიანი ადგილის თავისებურება. ლაშქრის მთავარი ძალა მისი სარდლობით ნიჩბისის ხევით დასავლეთიდან უტევდა მტერს, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დემეტრე დავითის ძე დაეშვა თავისი ჯარით და მთის ძირში საომრად დაწყობილ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს ეკვეთა.

ამ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, რაც დაგვირგვინდა გაქცეული მტრის დევნით. დიდგორის ბრძოლის შემდეგ დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა თბილისი (1122) და საომარი მოქმედებები გადაიტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ

| Print |
FaceBook Twitter Google