ჯანდაცვა
ქვეყანაში თუ რამდენიმე წერტილი გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება - პაატა იმნაძე
ქვეყანაში თუ ასეთი რამდენიმე წერტილი გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, მუნიციპალიტეტებში ცალკ - ცალკე კვლევებს არანაირი რესურსი არ ეყოფა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
| Print |
FaceBook Twitter Google