საზოგადოება
თუ არ დავიცავთ წესებს, სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდება -ეკატერინე ტიკარაძე
თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„დღეს ველოდებით 1000 ტესტის შედეგს, ეს მოგვცემს ანალიზის საშუალებას, თუ რომელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო ქვეყანაში. ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება ქვეყანაში ღონისძიებების დამატებით გამკაცრების შესახებ არ მიღებულა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა ისეთივე მაღალი იყოს, როგორც ეს გაზაფხულზე იყო. ამ ეტაპისთვის სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google