ინფრასტრუქტურა
ძირკოკში სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
სოფელ ძირკოკში სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ღია სივრცეში მოეწყობა ფრენბურთის, კალათბურთისა და მინი ფეხბურთის მოედანი.

დამონტაჟდება განათება, მოეწყობა სველი წერტილები საშხაპეებით, დამონტაჟდება სკამები. პროექტის ღირებულება 219 449 ლარია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.

| Print |
FaceBook Twitter Google