საზოგადოება
მაღაზიის მეპატრონეებმა „გლეხური ბაზრის“ წინააღმდეგ აქცია კვლავ გამართეს
დღეს გურჯაანის „გლეხურ ბაზარში“ არსებული ჯიხურებისა და მაღაზიის მეპატრონეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

„ჩვენს საკუთრებამდე მისასვლელ გზის არარსებობას ვაპროტესტებთ, გვინდა გახსნან შემოსასვლელი, რომელიც ჩაგვიხერგეს. ფაქტიურად, მესაკუთრეები ვართ შენობისაც და მიწისაც, მაგრამ ფუნქცია აღარ გაგვაჩნია. ნუკრი ლიპარტაშვილი დაგვპირდა, ისე გაგიხდით საქმეს, თქვენ საკუთრებაზე თქვენივე ხელით დაგაკიდინებთ ბოქლომს და მერე შემეხვეწებით კაპიკებში ვიყიდოო და ასეც აკეთებს. აქციებს ვმართავთ და თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, პროტესტის სხვა ზომებს მივმართავთ,“ - გვითხრა თინა აბელაშვილმა.

დღეს აქციაზე არც მერიის და არც პოლიციის თანამშრომლები არ გამოჩენილან.

| Print |
FaceBook Twitter Google