საზოგადოება
დღეიდან ბავშვთა უფლებების კოდექსი ძალაში შევიდა
დღეიდან ბავშვთა უფლებების კოდექსი ამოქმედდა. ბავშვებს შესაბამის დახმარებას მუნიციპალიტეტში სპეციალურად შექმნილ სტრუქტურულ ერთეულებში გაუწევენ.

კოდექსი იცავს ბავშვის ღირსებასა და პირად სივრცეს. ახალმა კოდექსმა ბავშვები საფრთხის შემცველი ინფორმაციისგანაც უნდა დაიცვას. ცალკე თავი ეთმობა მშობლების ზრუნვის გარეშე დარჩენილ ბავშვებს, რომელთა დაცვა და მხარდაჭერა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ბავშვთა უფლებების კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის მონაწილეობით მომზადდა.

ძალადობისგან დაცვა, ინკლუზიური განათლება, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. დღეიდან ნებისმიერ მოზარდს შეუძლია თავისი უფლებების დასაცავად, შესაბამის ორგანოს მიმართოს.

| Print |
FaceBook Twitter Google