საზოგადოება
პენსიის გაცემის წესი დღეიდან იცვლება
დღეიდან პენსიის გაცემის წესი იცვლება. ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად, პენსიის მიმღებთა ანგარიშებზე თანხა წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ჩაირიცხება. პენსიონერები ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ დღეს და მომავალშიც ამ რიცხვში მიიღებენ განკუთვნილ თანხას.

რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.

ინიციატივის მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი, რათა მათ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ.

| Print |
FaceBook Twitter Google