საზოგადოება
სახელმწიფომ სკოლებისთვის ეპიდსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესყიდვა დაასრულა
განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განმარტებით, სახელმწიფომ სკოლებისთვის აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესყიდვა დაასრულა. მისივე თქმით, კონკრეტულ სკოლებში სასწავლო პროცესი მხოლოდ შემოწმების გავლის შემდეგ აღდგება.

„10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერით, შესაბამისი სითხეებით, ასევე თერმოსკრინინგის აპარატებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სასწავლო წელი არ დაიწყება ისე, რომ 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს როგორც ყველა საჯარო, ასევე კერძო სკოლას. მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ მოხდება სასწავლო პროცესის კონკრეტულ სკოლაში დაწყება“, - აღნიშნა დგებუაძემ.

შეგახსენებთ, რომ  სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google