საზოგადოება
სოციალური დახმარება უკვე 91 000 ბავშვის მშობელს გადაერიცხა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ დროისათვის სოციალურ დახმარებაზე განაცხადი უკვე 857 000 ბავშვის მშობელმა გააკეთა.

„ჩვენ ყველა ეს განაცხადი მივიღეთ ვალიდურად. თანხები უკვე გადარიცხულია შესაბამის ბანკებში. დღეის მდგომარეობით, მე მაქვს ინფორმაცია, რომ 91 000 ბავშვის მშობელს უკვე გადაერიცხა თანხა. თანხების გადარიცხვა რა თქმა უნდა გაგრძელდება. ჩვენი გეგმის შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ერთი კვირის მანძილზე სრულად მოხდება თანხების ანაზღაურება“, - განაცხადა მან

| Print |
FaceBook Twitter Google