საზოგადოება
ტექნოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება
ქალაქ გურჯაანში ტექნოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, შენობა ფაქტობრივად უკვე დასრულებულია.

„ტექნოპარკის მშენებლობა აქამდე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო შეფერხდა. იყო ისეთი სამუშაოები, რომელმაც დიდი დრო წაიღო. გაკეთებულია ვენტილაცია, გათბობა, ელექტროგაყვანილობა, წყალი, გაზი და ა.შ. იმის გამო, რომ გიმნაზიის მხრიდან მიწა არ ჩამოშლილიყო, აუცილებელი გახდა ბეტონის ჩასხმა. ამისთვის საჭირო იყო არმატურა, რკინა, რის გამოც პროექტი გაძვირდა. იქამდე მივედით, რომ განსაზღვრული თანხა მხოლოდ შენობა მოხმარდა. ეზოს მოპირკეთებისთვის კი აღარ დარჩა. დაახლოებით 3 ათას კვადრატულ მეტრამდე მარტო ასფალტი უნდა დაიგოს. ამიტომ მოვიძიეთ დამატებითი თანხები, რომლითაც ეს სამუშაოები შესრულდება. “

როგორც თეიმურაზ ზავრაშვილი ამბობს, ყველა სამუშაო სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მშენებლობა, რომლის სამუშაოებსაც მგფ ახორციებს, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი ჯდება.

| Print |
FaceBook Twitter Google