დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის
განმარტებით, საკარანტინო პერიოდი შესაძლოა 8 დღემდე შემცირდეს.
„საკარანტინო პერიოდი შემცირდა 14-დან 12 დღემდე. ახლა განიხილება
რამდენიმე მექანიზმი, მათ შორის ერთ-ერთია 8-დღიანი კარანტინი და
შემდეგ ტესტირება. გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით შეიძლება იყოს“, -
განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 621
შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 302-ს
შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები