საზოგადოება
რა დარღვევები გამოიკვეთა წინასაარჩევნოდ კახეთში - ISFED ანგარიშს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევები, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში - სხვადასხვა ტიპის დარღვევები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს დახმარებას, კერძოდ, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200 ლარიანი დახმარების მისაღებად, ონლაინ რეგისტრაციას უფასოდ. დედოფლისწყარო ენმ/Dedoplistskaro UNM-ს ცნობით, 20 აგვისტოდან ფეისბუქ გვერდზე განთავსდება თითოეულ სოფელში საკონტაქტო პირი, ვინც უფასოდ დაარეგისტრირებს მსურველებს.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მცხოვრები აღაჯალა ოღუჯოვის თქმით, მას, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს, ღამით დაუხვდა რამდენიმე პირი და დაემუქრა, რომ თუ არ შეწყვეტდა აღნიშნული პარტიის მხარდაჭერას, დაისჯებოდა როდესაც ნაციონალები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. ოღუჯოვი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს ახსენებს და ფიქრობს, რომ მისი დაშინება, სწორედ, ბოტკოველის ინტერესებში შედის.
ოღუჯოვმა არ ისურვა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბარი. „ქართული ოცნების“ დეპუტატის ზურაბ მუსაევის თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რაც რადიო ჰერეთის მიერ მომზადებულ სტატიაში წერია, ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს ფაქტს, თუმცა, ენდობა ოღუჯოვს და სჯერა მისი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, დამკვირვებელთან კატეგორიულად უარყო ასეთ ინციდენტში მისი და მისი მხარდამჭერების მონაწილეობა.


მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა


29 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიო „WAY“- ის წინააღმდეგ, „როდი სკოტის ფონდის" ხელმძღვანელის ლია მარგოშვილის ორგანიზებით, აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევით დაემუქრნენ და დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისგან პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

რადიოს ინფორმაციით, მისი და ფონდის ოფისები ერთ შენობაშია, რომლის შესყიდვა ამ უკანასკნელს სურს. რადიოს მიერ, შენობის შესაძლო პრივატიზების საკითხზე ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა „როდის სკოტის ფონდის“ ხელმძღვანელს უთხრა, რომ შენობას ვეღარ მისცემდნენ და ურჩია აქცია მოეწყო, ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა.

რადიოს ცნობით, ლია მარგოშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და საარჩევნოდ, მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე და აქცია ახმეტის მერიის ხელმძღვანელი პირებისა და სუს-ის წარმომადგენლების დავალებით გამართა. რადიოს წარმომადგენლები ამას მიუკერძებელ მუშაობას და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულ გაშუქებას უკავშირებენ.

მათი ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობდნენ: „როდი სკოტის ფონდის“ არასრულწლოვანი მოსწავლეები, მათი მშობლები, იმ ახალგაზრდების ახლობლები, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო, ყვარელწყალში მამა-შვილს სცემეს, აგრეთვე, ახმეტის საკრებულოს წევრები პანკისის სოფლებიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დუისის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები, დუისის საჯარო სკოლის რამდენიმე პედაგოგი, ხეობაში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სამი-ოთხი თანამშრომელი და სუს-ის თანამშრომლების ოჯახის წევრები.

საკრებულოს წევრებმა აქციაზე გამომსვლელების ძალადობის შემცველი მოწოდებები საჯაროდ არ გააპროტესტეს.
ლია მარგოშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან განაცხადა, რომ მას აქვს თავისი არგუმენტები და ზეწოლა და მუქარა გელა მთივლიშვილის და რადიოს მიმართ არ განუხორციელებია, რადგან ბრიტანული ფონდის ხელმძღვანელობა მსგავს ქმედებას პოზიტიურად არ შეაფასებს და, ასევე, მუნიციპალიტეტის მერისგანაც მიიღო შენიშვნა იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქციის გამართვა არავისთვის არის ხელსაყრელი.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები


14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის ოლქში - დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, ჩუმლაყში მდებარე სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრო. აღნიშნული სამაცივრე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. მასში 1 100 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 800 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კარდენახში, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტით“ დაფინანსებულ სასტუმრო „ამპელოს“ ეწვია. სასტუმროს საერთო ბიუჯეტში, მეექვსედი - 1 მილიონი ლარი აგროკრედიტია. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის “ფეისბუქ” გვერდზეც გაავრცელა.


14 აგვისტოს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის ოლქში - დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან ერთად, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკს“ სტუმრობდა საგარეჯოში. აღნიშნული საწარმო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით სარგებლობს, მისი სრული ინვესტიცია 5 მლნ ლარია, საიდანაც სახელმწიფო გრანტი 345 000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი - 1 500 000 ლარს შეადგენს. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავის “ფეისბუქ” გვერდზეც გაავრცელა.


10 აგვისტოს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, თბილისის მერთან ერთად, სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერა. აღნიშნული სასტუმრო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სასტუმროს კომპონენტით იყო მხარდაჭერილი. ამის შესახებ ინფორმაცია კანდიდატმა „ფეისბუქ“ გვერდზეც გააზიარა.


11 აგვისტოს, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, სკოლის სამშენებლო სამუშაოებს პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ქადაგიშვილმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა 1 აგვისტოდან დატოვა და ზემოაღნიშნულ ღონისძიებებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსით იმყოფებოდა.


ეკლესიის ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში


11 აგვისტოს, ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინეს. შეხვედრას ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა.

10 აგვისტოს, ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო.

14 აგვისტოს, დედოფლისწყაროში, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.

19 აგვისტოს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ქადაგებისას, მრევლს მიმართა და არჩევნების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 30 წელია ერთ წრეზე დავდივართ. პოლიტიკაში არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომელთაც ბოდიშის მოხდა და ჩადენილი საშინელი დანაშულის აღიარება არ შეუძლიათ და მრევლმა უნდა შეუნდოს, თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება „რაღაც-რაღაცები მოგვახვიონ თავს“. მან მრევლს „წესიერი არჩევანის“ გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც ლანძღავს მისთვის ყველა მიუღებელია.


ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში სხვა რეგიონების ჩათვლით, გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 17 ფაქტი; წინასაარჩვნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების მიერ ინიცირებული 2 პროექტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 3; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 4; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 18; ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის - 6; მედიის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის - 2 შემთხვევა; ასევე, პოლიტიკური შინაარსის პლაკატების დაზიანების შემთხვევები 13 მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაციამ რეკომენდაციებით მიმართა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს და რელიგიურ ორგანიზაციებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი -2 / 9 °C
img
საგარეჯო 0 / 8 °C
img
დ.წყარო -5 / 5 °C
img
სიღნაღი -4 / 9 °C
img
ლაგოდეხი -2 / 7 °C
img
ყვარელი -2 / 9 °C
img
თელავი 0 / 9 °C
img
ახმეტა 0 / 9 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.