საზოგადოება
კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება - გიორგი გახარია
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება. - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მატებისა, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემოდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს იმიტომ, რომ სრულად ვმართავთ სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google