საზოგადოება
საქართველოს რამდენიმე ქალაქში სწავლის დაწყება ორი კვირით გადაიდო
საქართველოს ექვს მსხვილი ქალაქების სკოლებში და ასევე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სწავლა ორი კვირით გადაიდება როგორც ბათუმსა და ქობულეთში, ისე თბილისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში.
„ორი კვირით, ისევე როგორც ბათუმში სასწავლო პროცესი გადაიდოს 1–ელ ოქტომბრამდე, ოღონდ მსხვილ ქალაქებში, ისეთი როგორებიც არის: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი ნებისმიერ სასწავლებლებში, უმაღლესში, ისევე როგორც სკოლებში, დაიწყება პირველი ოქტომბრიდან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ ეს მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან მუშაობა და ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაავშირებით”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /