საზოგადოება
სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება-ნათია მეზვრიშვილი
საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსახლეობას, უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი არასაჭირო თავყრილობებისგან. წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყო მოსამზადებელი, სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, გავატარეთ მკაცრი ზომები, სისტემის მოსამზადებლად უნდა შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება. სისტემა დღეს მაქსიმალურად არის მომზადებული. სახელმწიფო დღეს გაცილებით უფრო მომზადებულია, სრულად აკონტროლებს სიტუაციას“,- განაცხადა მან.
| Print |
FaceBook Twitter Google