საზოგადოება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი საარჩევნო ბლოკი შექმნა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ შექმნა.

ბლოკში 4 პარტია: „რესპუბლიკური პარტია“, „პროგრესი და თავისუფლება“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ევროპელი დემოკრატები“ გაერთიანდნენ. შემადგენლობაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები საპარლამენტო არჩევნებზე საერთო პროპორციული სიით წარდგებიან.

ახალი საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ ენმ-ის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა.
„საზოგადოებას, ამომრჩეველს, პრესას, ბოლო თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია? არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, ძალა და რესურსი შეემატა. პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება და დაბრუნდეს განვითარების გზაზე“, - განაცხადა მან

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google