საზოგადოება
კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა.
კერძოდ, დეზინფექცია ჩაუტარდა ქალაქ გურჯაანის კორპუსების სადარბაზოებს, ხალხმრავალ ადგილებს და სკვერების მიმდებარე ტერიტორიებს. საგარეჯოში, შპს "სუფთა მუნიციპალიტეტის" დასუფთავების ჯგუფის წევრებმა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ახმეტაშიც. სპეციალური ხსნარით დამუშავდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები,
ახმეტის ავტოსადგური და დამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მსგავსი სამუშაოები ჩატარდა ქალაქ დედოფლისწყაროშიც.

უახლოეს დღეებში დაგეგმილია ქალაქების - გურჯაანისა და ყვარლის ცენტრალური ქუჩების მორეცხვა.

| Print |
FaceBook Twitter Google