საზოგადოება
მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი არ შეჩერდება-ნათია თურნავა
კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, დაანონსებული მასწავლებლების ხელფასების ზრდა არ შეჩერდება- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.


„ჩვენ მიზნობრივ შეღავათებზე არ ვამბობთ უარს, მეორეს მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი ბიუჯეტი, არ დავაზარალოთ პენსიონრები, რომლებსაც გაეზრდებათ პენსია მუდმივად და ახლა ეს კანონით არის გარანტირებული. არ დავაზარალოთ მასწავლებლები, ჯარისკაცები, პოლიციელები, ვისაც ჩვენ ვუზრდით ხელფასებს, მიუხედავდ იმისა, რომ ვითარება მსოფლიოში შეიცვალა. ჩვენი ეკონომიკაც არ არის მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში, კოვიდის გამო, მაგრამ ამ დაპირების ერთგულები ვართ და შევასრულებთ“, – განაცხადა მან.

2020 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტში პედაგოგთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი არსებობს:
საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზრდება 150 ლარით 2019 წლის 1 ოქტომბრიდან და დამატებით 150 ლარით – 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან. აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი;
2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზედაც მიიმართება 15.0 მლნ ლარამდე“, – წერია ბიუჯეტის პროექტში.

| Print |
FaceBook Twitter Google