საზოგადოება
COVID-19-ით სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 1 600–მდე შემთხვევაა გამოვლენილი
ბოლო 24 საათში საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების 123 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. იცით, რომ სამწუხაროდ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში სამედიცინო განათლების მქონე 31 000 ადამიანია, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში პანდემიის მართვისთვის დაიხმარენ.
„მოგეხსენებათ სამედიცინო პერსონალში დაინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს 1 600-მდე. არიან ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ამიტომ მე-5, მე-6 კურსის სტუდენტები თავისუფლად იმუშავებენ კოვიდცენტრებში, იმუშავებენ ექიმების ასისტენტებად, ექთნების ასისტენტებად და მიეხმარებიან ამ ბრძოლაში ჩვენს სამედიცინო საზოგადოებას",

შეგახსენებთ, რომ მედიკოსებში COVID-19-ის გამოვლენის სულ 1 600–მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

| Print |
FaceBook Twitter Google