საზოგადოება
გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
დღეს გურჯაანში ახლადაშენებული რეგიონული ინოვაციების ცენტრი (ტექნოპარკი) ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე სხვა ოფიციალური პირები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის თქმით, ცენტრი ძირითადად ახალგაზრდულ სეგმენტს მოემსახურება.
„დღეს გაიხსნა რეგიონული ინოვაციების ცენტრი გურჯაანში. ასეთივე მეორე კასპში სავარაუდოდ, ხვალ გაიხსნება. ცენტრი ძირითადად მოემსახურება ახალგაზრდულ სეგმენტს. აქ არის საპრეზენტაციო სივრცე, სასწავლო კაბინეტები და ა.შ. პროექტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაფინანსებული და განხორციელებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. დარწმუნებული ვარ, ეს სიახლე ძალიან მოეწონებათ ახალგაზრდებს. ცენტრი იქნება მაქსიმალურად დატვირთული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთ- ერთი სივრცე, რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ დღესდღეობით მათ.“

შეგახსენებთ, რომ ტექნოპარკის მშენებლობაზე 2, 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.









| Print |
FaceBook Twitter Google