საზოგადოება
არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3657 საარჩევნო უბანი გაიხსნება
საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3657 საარჩევნო უბანი გაიხსნება, რომლებიც კოვიდრეგულაციების სრული დაცვით 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იფუნქციონირებს.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაზე საარჩევნო უბანზე დეზიფექცია ჩატარდება. ამომრჩევლებს ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევთ. უბნებზე მათ პირბადე და ინდივიდუალური კალამი დახვდებათ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის უფლების მქონე 3 511 853 მოქალაქეა რეგისტრირებული.

| Print |
FaceBook Twitter Google