საზოგადოება
გვყავს 490 მძიმე პაციენტი , აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 121 პირია - ნათია მეზვრიშვილი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 696 ახალი  გამოჯანმრთელდა 2 906 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19 810-მდე გაიზარდა. დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება : თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.  ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 142; 4 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 711. მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი - მათ შორის, თბილისში - 52, აჭარაში - 39. 2 324 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 806 - აჭარაში, ხოლო 1 212 - თბილისში. 10 618 მკურნალობს ბინაზე.“- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google