საზოგადოება
ქვეყანაში სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება - გიორგი გახარია
პრემიერ- მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში სისტემური „ლოკდაუნი“ არ იქნება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული მიმართულებებით.

„ჩვენს ნებისმიერ გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, აქვს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა გახდება ნომერ პირველი პრიორიტეტი. ძალიან კარგად მახსოვს, ზოგიერთი როგორ სპეკულირებდა პირველი ტალღის დროს ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მსოფლიოში, გლობალურად, მეორე ტალღის ეფექტურობა შეფასდება რამდენიმე კრიტერიუმით და ეკონომიკური რესურსის შენარჩუნება და ეკონომიკის შენარჩუნება იქნება ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი“, - განაცხადა მან

| Print |
FaceBook Twitter Google