საზოგადოება
ქვეყანაში 519 მძიმე პაციენტია- ბერდია სიჭინავა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში კოვიდინფიცირებული 519 მძიმე პაციენტია.

მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში აქტიური ინფიცირების 15 411 შემთხვევაა. აქედან 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
„ამ ეტაპზე, ქვეყანაში აქტიური ინფიცირების 15 411 შემთხვევაა. აქედან 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google