საზოგადოება
შესაძლოა საღამოს საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდეს
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ პანდემიის გამო, გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს.

ცქიტიშვილის განცხადებით, ეს შეიძლება იყოს, საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე კონკრეტული დღეს გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება, ასევე, სავაჭრო ცენტრების, დიდი გადაადგილების ადგილების, ან ბაზრობების მუშაობის დროებით შეჩერება, რომელიც წერტილოვანი ხასიათისა და რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, სადაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.



| Print |
FaceBook Twitter Google