საზოგადოება
ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტებს დაურიგებს
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება, პანდემიასთან დაკავშირებული არდადეგების გამო, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის სასურსათო კალათების მომზადებას იწყებს.

გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის თქმით, ამისთვის 170 000 ლარია განსაზღვრული.
„სასურსათო კალათი ყველა იმ 2070 აღსაზრდელს გადაეცემა, რომელიც 37 საბავშვო ბაგა-ბაღში ამ დროისთვისაა რეგისტრირებული. თითოეული სასურსათო კალათის სავარაუდო ღირებულება 80-90 ლარია. შემადგენლობაში შედის: წიწიბურა, ბრინჯი, ლობიო, კარტოფილი, ხახვი , ვაშლი, ქათმის ფილე, მაკარონი, შაქარი, ზეთი, რძე, ყველი, კვერცხი და საქონლის ხორცი.“

მისივე თქმით, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სასურსათო კალათებს დეკემბერში მიიღებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google