საზოგადოება
საბავშვო ბაღებში სასურსათო პაკეტებისთვის პროდუქტი შეიტანეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37-ვე  ბაღში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა დღეს პირველადი მოხმარების სურსათი შეიტანეს.

პროდუქტები დაფასოვდება და იმ 2070 აღსაზრდელს გადაეცემა, რომელიც საბავშვო ბაღში ამ დროისთვისაა რეგისტრირებული. სასურსათო კალათებს აღსაზრდელები უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ სასურსათო პაკეტები პანდემიასთან დაკავშირებული არდადეგების გამო რიგდება, რომლის შემადგენლობაშიც შედის: წიწიბურა, ბრინჯი, ლობიო, კარტოფილი, ხახვი , ვაშლი, ქათმის ფილე, მაკარონი, შაქარი, ზეთი, რძე, ყველი, კვერცხი და საქონლის ხორცი.

| Print |
FaceBook Twitter Google