საზოგადოება
თელაველი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა
თელავში, კორონავირუსით 80 წლამდე ექიმი ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა. თავდაპირველად, თერაპევტი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი თბილისის ერთ - ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
.თანმხლები დაავადებების გამო ექიმებმა კოლეგის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ივანე ამბარდანიშვილი სხვადასხვა დროს რამდენიმე საავადმყოფოში მუშაობდა, ბოლოს კი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google