საზოგადოება
გურჯაანის ბაგა-ბაღებში სასურსათო კალათები რიგდება
დღეს გურჯაანის 37- ვე საბავშვო ბაგა- ბაღში სასურსათო კალათებისა და საახალწლო საჩუქრების გაცემის პროცესი მიმდინარეობს.

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის თქმით, კალათას ყველა რეგისტრირებული აღსაზრდელი მიიღებს.
„გურჯაანის საბავშვო ბაგა - ბაღებში დღეს და ხვალ გაიცემა ე.წ სასურსათო კალათები. თითოეულ კალათას მიიღებს ყველა ის აღსაზრდელი, რომელიც დღეის მდგომარეობით არის დარეგისტრირებული. მთლიანობაში გაიცემა 2070 კალათი. მათი გადაცემა მშობლებისთვის მიმდინარეობს კოვიდ 19-ის ყველა საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით. გარდა ამ კალათებისა, ტრადიციულად, აღსაზრდელები მიიღებენ საახალწლო ტკბილეულის პაკეტს. 15 იანვრამდე ჩვენთანაც იქნება უქმეები. როცა დავბრუნდებით, უკვე გვეცოდინება პირველ თებერვალს განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი. “

მისივე თქმით, სასურსათო კალათების დასამზადებლად 165 ათასი ლარი გამოიყო.

| Print |
FaceBook Twitter Google