საზოგადოება
ახმეტაში კორონავირუსით "ბადაგონის" დირექტორის მოადგილე გარდაიცვალა
კახეთში, კორონავირუსით კომპანია “ბადაგონის” დირექტორის მოადგილე გელა სააკაშვილი გარდაიცვალა. 37 წლის ახალგაზრდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი იყო.

პაციენტი კლინიკაში 10 დეკემბერიდან მკურნალობდა,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისთანავე მძიმე იყო.

ექიმების თქმით, მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია და პნევმონია.

კახეთში კორონავირუსით სულ 59 პაციენტია გარდაცვლილი.
| Print |
FaceBook Twitter Google