საზოგადოება
შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა ისევ გაზრდის რისკს – თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, 24 დეკემბერს, მთლიანად, ან ნაწილობრივ შეზღუდვების მოხსნა ისევ გაზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას.

„ცხადია, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა გარკვეულწილად ისევ გაზრდის რისკს. მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის, ძნელია არჩევა. პირადად ჩემი, ექსპერტის აზრი ასეთია - ყველაფრის გათვალისწინებით, მე მაინც შევარბილებდი ამ შეზღუდვებს ნაწილობრივ, ოღონდ პარალელურად, გავამკაცრებდი დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლს. იმიტომ, რომ ამ გზით წავიდა ინგლისი, რომელსაც ახლა უჭირს. ამ გზით წავიდა გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რომლებმაც კი არ მოხსნეს, გაამკაცრეს საშობაოდ. ის ეკონომიკის რეცესია, რაც ლოკდაუნებს თან სდევს, მათთვის უფრო იოლად გადასატანი იქნება, ხოლო ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისთვის, რთული გადასატანია“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან 1–ელი თებერვლის ჩათვლით საქართველოში სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები დაწესდა, ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან, 2 იანვრამდე, საახალწლოდ დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება.

| Print |
FaceBook Twitter Google