დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან,
ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ასე გამოიყურება:
თბილისში 1 017 შემთხვევა, აჭარა - 139, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი
- 157, შიდა ქართლი - 192, გურია - 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი -
146, კახეთი - 158, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 34,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე
აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც,6 270 ადამიანი მკურნალობს
საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 082. აპარატზე იმყოფება 414 პირი. 1
600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 774 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე
სივრცეებში მოთავსებულია 455 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 39
672 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები