საზოგადოება
ამ დროისათვის ქვეყანაში 1082 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ასე გამოიყურება: თბილისში 1 017 შემთხვევა, აჭარა - 139, იმერეთი - 429, ქვემო ქართლი - 157, შიდა ქართლი - 192, გურია - 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 146, კახეთი - 158, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც,6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 082. აპარატზე იმყოფება 414 პირი. 1 600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 774 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 455 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 39 672 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google