საზოგადოება
ამ ეტაპზე ქვეყანაში 1068 მძიმე კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით დღევანდელი მონაცემები ასე გამოიყურება: თბილისში 863 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 259, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 145, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 108, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი.1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 38 693 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google