საზოგადოება
ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება- გიორგი გახარია
კულტურის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა
.
„ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის შეცდომა უნდა გამოასწორო. რეალურად, ამ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მართლა რთული ვითარებაა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მართლაც საჭიროებენ ცალკე ჩამოყალიბებულ სამინისტროს. კიდევ ერთი რამ არის - ჩვენი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის შეუფასებელი და ჩვენ, ყველას, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის ცალკე სამინისტრო საჭიროა იმისთვის, რომ როგორც კულტურა განვითარდეს, ასევე, კულტურის შემდგომი კომერციალიზაცია მოხდეს. რაც შეეხება სპორტს. სპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაერთგვაროვანია, დისკუსიის საგანია, რამდენიმე მიზეზის გამო.კულტურის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროსჩამოყალიბება არ განიხილება,“ - განაცხადა პრემიერმა.

| Print |
FaceBook Twitter Google