საზოგადოება
პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს უყრის კენჭს
დღეს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს უყრის კენჭს. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 16, 7 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ერთი მთელი ექვსი მილიარდი ლარით არის შემცირებული.

ამასთან, თითქმის მილიარდ ნახევრით არის შემცირებული შემოსავლები. პრიორიტეტად ისევ რჩება ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. დოკუმენტი ითვალისწინებს პენსიების ზრდას. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლასა და მისგან გამოწვეული კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის, მომავალ წელს მილიარდ 140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google