საზოგადოება
საქართველოში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 224 155 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 208 951-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 443 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 420 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 677 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 393 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

| Print |
FaceBook Twitter Google