საზოგადოება
10- დან 20 იანვრამდე შესაძლოა, შემთხვევებმა მოიმატოს- პაატა იმნაძე
ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს. შესაბამისად, სადღაც 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შესაძლოა, შემთხვევებმა მოიმატოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაშვებული ვაჭრობის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის დიდად გაზრდას არ ელოდება.
„რა ინფორმაციაც მაქვს, ჯერჯერობით ყველგან, განსაკუთრებით დიდ მოლებში კარგად არის დაცული წესები. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა. ყველა ხედავს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში როგორი იყო ავადობა და როგორია დღეს. ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩვენმა კლინიცისტებმა, რომელთაც ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ ამ დღეებში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის სტაბილური, ამიტომ დღეს არ მგონია, რომ ვაჭრობამ დიდად მოუმატოს შემთხვევების რიცხვი. მე ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როდესაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. ეს მაშინებს ყველაზე უფრო. შესაბამისად, სადღაც 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შესაძლოა, შემთხვევებმა მოიმატოს“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google