პარლამენტმა პანდემიის დროს შეზღუდვების 6 თვის ვადით გაგრძელებაზე კანონს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონს, რომლის საფუძველზეც,
მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების
შესაძლებლობა 6-თვით უგრძელდება.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება
დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ
გააცნო.
„იმედი მაქვს, 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების
ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამისთვის საზოგადოება ვალდებულია დაიცვას
ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“,
- განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები