საზოგადოება
რა სამკურნალო თვისებები გააჩნია კრაზანას
კრაზანა საქართველოში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სამკურნალო მცენარეა. შუა საუკუნეებში სჯეროდათ, რომ კრაზანას ავი სულებისგან, ალქაჯებისგან დაცვა შეეძლო.

მცენარის ფოთლებს და ნორჩ ყლორტებს, ხალხურ მედიცინაში იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: გასტრიტი, კუჭის მომატებული მჟავიანობა, ნაღვლის ბუშტში კენჭები, ანთება, ჰეპატიტები, მათ შორის – ვირუსული; ართრიტები, ტკივილი სახსრებში, კანის ინფექციები, დამწვრობა, ქრონიკული პიელონეფრიტი, სტომატიტი, პარადონტოზი, გინგივიტები, ქრონიკული ან ჩირქოვანი ოტიტი, კატარული ანგინა, აკნე, მასტიტი, ანემია, ჰემოროი (ბუასილი), მარტივი ვაგინიტი, შაკიკი, ხველება, ჰიპერტონია, ფსიქიკური დაავადებები, ჰაიმორიტი, ალკოჰოლიზმი.

კრაზანა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო, ანტისებორეული ეფექტი; კარგია კანის მომატებული ცხიმიანობის, კანის მოდუნებისა და ნაოჭების, ჩირქოვანი გამონაყარის, ქუსლზე ნახეთქების, გამელოტების დროს.

ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახლადმოკრეფილი დაქუცმაცებული მცენარე, ან 1 სუფრის კოვზი გამომშრალი, დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3–4 საათი ბნელ ადგილზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ 15 მილიგრამი დღეში 3–ჯერ ჭამამდე. ეს რეცეპტი გამოიყენება გასტრიტის, კუჭის წვენის ნორმალიზების, კოლიტის, ცისტიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების, თავის ტკივილის დროს, არტერიული წნევის მოსამატებლად. პირის ღრუს დაავადებებისას ეს ნაყენი გამოივლეთ, კანის ანთებითი პროცესების დროს დაიდეთ ამ ნაყენის კომპრესი. ბავშვებში კანის არაინფექციური დაავადებებისას აბაზანაში კრაზანას ნაყენს უმატებენ.

კრაზანას ასევე აყენებენ არაყზე ან სპირტზე თანაფარდობით 1:7 ან 1:10. აჩერებენ ბნელ ადგილზე სამი ან მეტი დღით. ნაყენი უნდა გამოიყენოთ წყალში გაზავებული: ერთი ჩაის კოვზი გააზავეთ 50 მლ წყალში. გამოიყენება ასევე პირის ღრუს გამოსავლებად და ინჰალაციისთვის. სპირტზე დამზადებული ნაყენი ძალზე ეფექტურია კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს კომპრესის სახით.

კრაზანას მიღება არ შეიძლება ორსულებისა და ჰოპერტონიით დაავადებულებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ამ მცენარის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ღვიძლში, ჭინჭრის ციება, ცუდი გემო პირის ღრუში.

| Print |
FaceBook Twitter Google