საზოგადოება
ყოველდღიურად კლინიკაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება- ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.

„ბოლო პერიოდში არცერთი თავისუფალი საწოლი არ გვქონდა, დღეს კი კლინიკაში 10-12 თავისუფალი საწოლია. ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება. ემერჯენსიც ისეთი გადატვირთული აღარ არის, როგორიც მანამდე იყო“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი 2020 წლის 28 ნოემბერს ამოქმედდა.

| Print |
FaceBook Twitter Google